კულტურა ხელოვნება
საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, რაზეც მეტყველებენ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე, არსებულ ქართული სახელმწიფოებში (იბერია, კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა, (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს, ბერძნული წყაროების და მითების მიხედვით კი კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო.
ისტორიული პერიოდების განმავლობაში ქართულ კულტურულ ტრადიციებს სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტრადიცია ერწყმოდა რაც უფრო მეტად ამდიდრებდა ადგილობრივ ცივილიზაციას. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ანტიკურმა კულტურამ ძველ საქართველოში (გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ქანდაკება, ვანი).
მეთორმეტე საუკუნის გელათის ბიბლიის გვერდი აღწერს ქრისტეს შობას (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი თბილისში)
და ვეფხისტყაოსანის მანუსკრიპტი მეთექვსმეტე საუკუნიდან
მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ, ქრისტიანულ კულტურას. ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ განსაკუთრებული აღორძინება განიცადა IX საუკუნიდან, როდესაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში(ტაო-კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორია), ჩამოყალიბდა საეკლესიო-კულტურული ძეგლები: ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, იშხანი, ოშკი და სხვა. ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა გრიგოლ ხანძთელს,, რომელიც სათავეში ედგა სამონასტრო ცხოვრებას ამ მხარეში.
ქართული კულტურის რენესანსის ხანაა XII-XIII საუკუნეები. Aამ დროს აშენდა ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები (გელათის, იკორთის, ბეთანიის, ქვათახევის ტაძრები, სვეტიცხოველი), დაიწერა არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუში შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. გელათის ეკლესიაში დაარსდა აკადემია, რომლის ხემძღვანელიც ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო. მცხეთის კათედრალის "სვეტიცხოველი", ერთ-ერთი უძველესი ორთოდოქსული ეკლესია საქართველოში მეთორმეტე საუკუნის ვარძია
თბილისის ხედი
|
No comments:
Post a Comment